ელექტრონული პორტფოლიოს შექმნის მიზანი:
2. ჩემი გამოცდილება გავუზიარო პედაგოგებს, რომლებიც სისტემატურად მუშაობენ აღნიშნულ საკითხზე;
3.მოვახდინო ჩემ, მიერ დაგროვილი მასალის ორგანიზება-დახარისხება, გარკვეული ბმულებისა და მინიშნებების სახით, გავაკეთო მათი დიფერენცირება, გადახალისება და უფრო მოწესრიგებული სახით შევთავაზო დაინტერესებულ საზოგადოებას.
ბლოგის შინაარსი
აღნიშნული ელექტრონული ბლოგი სწორედ საგანმანათლებლო მიზნითაა შექმნილი და წარმოადგენს ერთგვარ პროფესიულ ჟურნალს, სადაც აღწერილია ჩემი პროფესიული საქმიანობა. ელექტრონულ გვერდზე განლაგებული მასალა გადის ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ გამჭოლ კომპეტენციებზე.ბლოგის (ელექტრონული პორტფოლიოზე) მუშაობა დავიწყე ჯერ კიდევ 2014 წლის ივლისის თვეში . პერიოდულაად ვახდენდი მასალის შევსებას , ვაქვენებდი მოსწავლეთა ნამუშევრებს, განხორციელებულ პროექტებს და აქტივობებს რომელსაც მთელი სასწავლო წლის მანძილზე ვახდენდი სხვადასხვა კლასში.
შექმნილი ბლოგის საშუალებით შევქმენი ერთგვარი საცავი და თავი მოუყარე სხვადასხვა ტიპის აქტივობებს . ყოველივე ეს მეხმარება თვალყური ვადევნო ჩემს პროფესიულ ზრდას და მივიღო უკუკავშირი კოლეგებისგან.
No comments:
Post a Comment