Thursday, August 2, 2018

ინფორმაციულ -საკომუნიკაციო ინსტრუმენტების გამოყენება სასწავლო პროცესში


გაკვეთილის გეგმა

მასწავლებლის სახელი, გვარი: ნინო ზაქარაია
საგანი: ბიოლოგია
სწავლების საფეხური/კლასი: საბაზო VIII
მოსწავლეთა  რაოდენობა: 0 (სსსმ მოსწავლე კლასში არ არის)
გაკვეთილის თემა: თხევადი ტრანსპორტი ორგანიზმში
გაკვეთილის მიზანი:
მოსწავლეები  ამოიცნობენ სისხლის უჯრედებს. მათ ფორმას დააკავშირებენ მათ ფუნქციასთან . გაანალიზებენ სისხლის მნიშვნელობას, იმსჯელებენ იმუნიტეტის ფორმებზე და  მის აუცილებლობაზე თითოეული ადამიანისათვის .


N
აქტივობის აღწერა
გამოყენებული მეთოდი/მეთოდები
კლასის ორგანიზების ფორმა/ფორმები
სასწავლო და ტექნიკური რესურსები
დრო(წთ)
1
  მოსწავლეებს  ინდივიდუალურად ვუსვამ მაპროვოცირებელ კითხვას თუ რას შეიძლება შევადაროთ სისხლი, მათ პასუხებს ვწერ დაფაზე 
გონებრივი იერიში
ინდივიდუალური მუშაობა
კითხვები,
დაფა,
ცარცი
4 წთ.
2
მოსწავლეები აღწერენ სისხლის რომელი ჯგუფები არსებობს, წინასწარ გამზადებული დიაგრამის (რომელიც ფლიპჩარტზეა დამზადებული)
საშუალებით კი გააცნობენ აუდიტორიას სხ-სხ ხალხში პროცენტულად რომელი ჯგუფის მოსახლეობა ჭარბობს.

პრეზენტაცია
 მთელ კლასთან მუშაობა
დიაგრამა,
ფლიპჩარტი,
კომპიუტერი,
პროექტორი,
7 წთ
მოსწავლეები ინდივიდუალურად გასცემენ პასუხს მასწავლებლის შეკითხვებს სისხლის შემადგენელ უჯრედებზე მათ ფუნქციაზე, განსხვავებაზე მთაში და ბარში მცხოვრები ხალხისა ჰემოგლობინის რაოდენობით
კითხვა-პასუხი, მსჯელობა
მთელი კლასი
სახელძღვანელო
(VIII კლასი-ავტ:ზაალიშვილი)
7 წთ
4
მოსწავლეები  რომლებიც წინასწარ არიან გადანაწილებული ჯგუფებში (სხვადასხვა გონებრივი შესაძლებლობის მიხედვით)ჯგუფურად ჩამოწერენ შეასრულებენ დავალებას.
წერა, მსჯელობა,კითხვა-პასუხი
ჯგუფური მუშაოაბა
ბიოლოგიის
სახელმძღვანელო , რვეული, საწერკალამი, დაფა,
ცარცი,

8წთ
5
მოსწავლეები წინასწარ მიღებულ დავალებას, მოეძიებიათ ინფორმაცია თუ როგორ შეიქმნა  ვაქცინა წარადგენენ გაკვეთილზე.
პრეზენტაცია
მთელი კლასი
კომპიუტერი,
პროექტორი,
მოსწავლის მიერ შექმნილი powerpoint პრეზენტაცია
8 წთ

მოსწავლეები უპასუხებენ მასწავლებლის კიტხვებს რეზუს- ფაქტორზე, თუ რას წარმოადგენს ის, დედამიწის მოსახლეობა რომელი ფაქტორის მატარებელია, იმსჯელებენ რა საშიშროების წინაშეა მუცლად მყოპი ბავშვი თუ დედა RH

კითხვა -პასუხი
მთელი კლასი
ბიოლოგიის სახელმძღვანელი
8წთ
5
შეფასება



3 წთ

                    გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგები:
ბიოლ.VIII.7.4. ხსნის მაღალმთიან რეგიონებში ადამიანის სისხლის განსხვავებული შედგენილობის (ერითროციტების მაღალი კონცენტრაცია) მიზეზებს.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         ხსნის მაღალმთიან რაიონებში ადამიანის სისხლის განსხვავებული  შედგენილობის (ერითროციტების მაღალი კონცენტრაცია) მიზეზს.
კვლ.VIII.3  მოსწავლეს შეუძლია მონაცემთა წარმოდგენა სხვადახვა საკომუნიკაციო საშუალებებით.
შედეგი  თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
  • იყენებს სხვადასხვა ხერხს  (დიაგრამებს, ცხრილებს, გრაფიკებს, სიებს) მონაცემთა წარმოსადგენად;
  • იყენებს საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებს თვისბრივი და რაოდენობრივი მონაცემების წარმოსადგენად. 

კვლ.VIII.4 მოსწავლეს შუძლია მონაცემთა ანალიზი და შეფასება
     შედეგი  თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
  • იყენებს დიაგრამებს, ცხრილებს და გრაფიკებმონაცემებს ან  ცვლადებს შორის დამოკიდებულების აღსაწერად;
  • აანალიზებს მონაცემებს  და გამოიტანს დასკვნებს;  
  • ადარებს  დასკვნებგამოთქმულ ვარაუდს;

შეფასება: განმავითარებელი ,განმსაზღვრელი
(მოსწავლის შეფასების კრიტერიუმები და/ ან რუბრიკები თან უნდა ერთვოდეს გეგმას)

ხელმოწერა: ნ.ზაქარაია
თარიღი: 20/07/2018




                                             შეფასების რუბრიკა
კრიტერიუმი

1-4
5-6
7-8
9-10
პრეზენტაცია
უჭირს პრეზენტაციის გაკეთება, ვერ  საუბრობს დამაჯერებლად და აუდიტორიისთვის გაუგებარ ტერმინებზე
პრეზენტაციას აკეთებს უზუსტობებით, საუბრობს არადამაჯერებლად და ხშირ შემთხვევაშ გაუგებარი ტერმინებით
პრეზენტაციას აკეთებს მეტნაკლებად სრულად, საუბრობს დამაჯერებლად და  გასაგები ტერმინებით
პრეზენტაციას აკეთებს სრულყოფილად, საუბრობს დამაჯერებლად და გასაგები ტერმინებით
გაკვეთილზე ჩართულობა და კითხვებზე სრულყოფილი პასუხები
გაქვეთილზე უჭირს ჩართულობა  და მასწავლებლის კითხვებს  ვერ   პასუხობს
გაქვეთილზე ზოგჯერ ერთვება და მასწავლებლის კითხვებზე სრულად პასუხის გაცემა უჭირდს
გაქვეთილზე მეტნაკლებად აქტიურობს და მასწავლებლის კითხვებსაც სრულად პასუხობს
გაქვეთილზე აქტიურობს და მასწავლებლის კითხვებს სრულად და ამომწურავად პასუხობს
ჯგუფურ მუშაობაში ჩართულობა
უჭირს ჯგუფურ მუშაობაში ჩართვა
ზოგჯერ ერთვება ჯგუფურ მუშაობაში
მეტნაკლებად არის ჩართული ჯგუფურ მუშაობაში
აქტიურად არის ჩართული ჯგუფის მუშაობაში



პრეზენტაცია


                            პროექტი: "ჩამო-ნახე შენი თვალით"

  1. პროექტის სახელწოდება: „ჩამო-ნახე შენი თვალით
  2. პროექტის მთვარი იდეა: პროექტის მთავარი იდეა მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენი ქალაქის ულამაზესი და ამავდროულად მნიშვნელოვანი ობიექტები( სათაფლია , პრომეთეს მღვიმე და ოტია იოსელიანის სახლ-მუზეუმი) გავაცნოთ თანატოლებს საინტერესოდ , მოვახდინოთ მათი პოპულარიზაცია.
  3. პროექტის აქტუალობა: ეს პროექტი ხელს შეუწყობს აქტიურ კომუნიკაციას, ჩართულობას,გონებრივ განვითარებას და  ბავშვები უკეთ დაეუფლებიან ისტ-ის ინტრუმენტების გამოყენებას.
  4. პროექტის მიზანი: მოსწავლეებში კვლევა ძიების უნარების ჩამოყალიბება. სხვასასხვა საკომუნიკაციო საშუალებებთან მუშაობის უნარის განვითარება. ამ პროექტის ფართო მასშტაბით წარდგენა რთულია, ამიტომ მხოლოდ ჩვენს რაიონში არსებულ ძირითად და საინტერესეო ობიექტებს მოვინახულებთ.  ბავრია ისეთი ადამიანი, რომელიც მისივე ქალაქს არ იცნობს კარგად , ამიტომ  პროექტს შემეცნებითი ხასიათი აქვს. ამ პროექტით გვინდა ჩვენი ქალაქის , სკოლის ბავშვებს კარგად გავაცნოთ წყალტუბოში არსებული რამოდენიმე მნიშვნელობანი  ობიექტები. პროექტი გარკვეულ აქტიურობას მოითხოვს, რომელშიც შეძლებისდაგვარად ჩაერთვება ჩვენი თანატოლები.
  5. მონაწილეთა ასაკი: 14-15 წელი
  6. ვადები/ხანგრძლივობა: 10 დღე
  7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები/რაც შეიძლება შეიქმნას: ვიდეორგოლი, powerpoint პრეზენტაცია, საინფორმაციო ბუკლეტი.
  8. პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები: ინტერნეტ გვერდები და სახელძღვანელო-ინფორმაციის მოსაძიებლად, ვიდეოკამერა, კომპიუტერი, პროექტორი, პრინტერი, ფოტოსურათები და ფერადი ფურცლები
  9. პროექტის მსვლელობა(ძირიტადი აქტივობები): 
1.       სამიზნე ჯგუფი მოითათბირებს და შეარჩევს , როგორც რაიონს ასევე ამ რაინში არსებულ ობიექტებს სამუშაოდ
2.       დაიყოფიან 4 კაციან ჯგუფებად და გადაინაწილებენ ფუნქცია მოვალეობებს.სულ იქნება 3 ჯგუფი
3.       მოიძეიბენ როგორც სახელძღვანელოდან ასევე ინტერნეტის დახმარებით მათ შესახებ საინტერესო ცნობებს
4.       მოინახულებენ შერჩეულ ადგილებს, და გადაიღებენ ფოტოებს და ვიდეოს
5.       თითოეული ჯგუფი მათ მიერ მოპოვებულ მასალას გააერთიანებს და შექმნის საინფორმაციო ბუკლეტს
6.       სკოლაში მოაწყობენ პრეზენტაციას ,აჩვენებენ როგორც ფოტო ასევე ვიდეომასალას. გამართავენ მცირე დისკუსიას, დაარიგებენ მათ მიერ შექმნილ ბუკლეტებს
7.       შექმნიან ბლოგს, რომელზეც ატვირთავენ ყველა მასალას , და იზრუნებენ ინფორმაციების პერიოდულ განახლებაზე .

  1. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
 კვლ.VIII.1.მოსწავლეს შეუძლია განსაზღვროს  კვლევის საგანი და კვლევის ეტაპები.
კვლ.VIII.2.  მოსწავლეს შეუძლია კვლევითი   პროცედურის განხორციელება/მონაცემების აღრიცხვა.
              კვლ.VIII.3.  მოსწავლეს შეუძლია მონაცემთა წარმოდგენა სხვადასხვა საკომუნიკაციო საშუალების გამოყენებით.
კვლ.VIII.4.  მოსწავლეს შეუძლია  მონაცემთა ანალიზი და შეფასება.
  1. პროექტის ხელმძღვანელი(მასწავლებელი): ნ.ზაქარაია
  2.  ხელმძღვანელის ელ-ფოსტა: ninozaqaraia78@gmail.com
  3. პროექტის ვებგვერდი/ბლოგი :ninozaqaraia781.blogspot.com


     განრიგი:

შედეგების მისაღწევად განხორციელებული აქტივობები
საქმიანობის გაწერა დროში
საქმიანობის განმახორციელებელი მოსწავლეები
საქმიანობის განხორციელებაზე პასუხისმგებელი მოსწავლეები
საქმიანობის შესაბამისი რესურსი

  1.  
        თათბირი და ობიექტების შერჩევა.
        ფუნქცია მოვალეობების გადანაწილება
        ჯგუფის ხელმძღვანელის არჩევა

24/09/2018
მთელი ჯგუფი ( 12 მოსწავლე)
მონიტორინგს გაუწევს პროექტის ხელმძღვანელი მასწავლებელი .შემდეგ კი
ჯგუფის ხელმძღვანელები:
მარი გ.
მარი კ.
საბა გ.
თაბახის ფურცლები ან word-ის ფაილი სადაც ჩაინიშნავენ მონაცემებს

  1.  
ინფორმაციის მოძიება ინტერნეტის და წიგნების მეშვეობით
25/09/2018
თითო ჯგუფი მოიძიებს ინფორმაციას მხოლოდ მისთვის შერჩეულ ერთ ობიექტზე
ინფორმაციის სიზუსტისთვის მონიტორინგს გაუწევს ხელმძღვანელი მასწავლებელი. ჯგუფის ხელმძღვანელები:
მარი გ.
მარი კ.
საბა გ.
ინტერნეტში ჩართული კომპიუტერი, წიგნები- ბიბლიოთეკიდან

  1.  
        ვიზიტი-სათაფლია , პრომეთე და ოტია იოსელიანის სახლ -მუზეუმში.
        ფოტო და ვიდეომასალის გადაღება.
26/09/2018-27/09/2018
თითო ჯგუფი ეწვევა მხოლოდ მისთვის შერჩეულ ერთ ობიექტს
ჯგუფის ხელმძღვანელები:
მარი გ.
მარი კ.
საბა გ.
ფოტო. ვიდეო

  1.  
საინფორმაციო ბუკლეტის შექმნა
28/09/2018-1/10/2018
ყველა გჯუფი მის ხელთ არსებულ ინფორმაციასა და ფოტო მასალას გადასცემს ჯგუფის ხელმძღვანელს, რომელიც სხვა 2 ლიდერთან ერთად იზრუნებს ბუკლეტის შექმნაზე
ჯგუფის ხელმძღვანელები:
მარი გ.
მარი კ.
საბა გ.
ფერადი ფურცლები,კომპიუტერი, პრინტერი

  1.  
პრეზენტაციის მოწყობა
2/10/2018
პროექტის ყველა მონაწლე ჩაერთვება , თუმცა შესაძლებელია პრეზენტაცია გააკეთოს არა ჯგუფის ხელმძღვანელმა არამედ იმან ვისაც ეს უნარი უკეთ აქვს განვითარებული
ლიზი ბ.
ნატა კ.
კომპიუტერი, პროექტორი

  1.  
        ბლოგის შექმნა.
         ინფორმაციის გამოქვეყნება
3/10/2018
მთელი ჯგუფი ჩაერთვება
მარი ქ.
კომპიუტერი